пятница, 16 июля 2010 г.

პროექტი

  1. პროექტის სახელი: ოქროს კვეთა

  2. პროექტის მოკლე აღწერა (1–2 წინადადებით) : მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციასა და მასალებს ოქროს კვეთის გამოყენებაზე მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ასტრონომიაში, ანატომიაში. გაეცნობიან ფიბონაჩის რიცხვებს და მათ მიხედვით აგებულ სპირალს, რომელიც ოქროს კვეთის პრინციპზეა დაფუძნებული.

  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მათ სამუშაოდ ეძლევათ აირჩიონ სურვილისამებრ მასალები საგნების მიხედვით და შესაბამისად გამოიკვლიონ და დაასაბუთონ არის თუ არა მათ მიერ მოძიებულ საკითხებში ოქროს კვეთა. ქართული ენა და ლიტერატურა:ვეფხისტყაოსანშიპოულობენ ოქროს კვეთის მაგალითებს. მხატრობა: მოიძიებენ ფერწერულ ტილოებს, რომლებშიც ოქროს კვეთაა გამოყენებული, (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი , ტიციანი და . .). ისტორია: ეგვიპტის პირამიდებსა და რომის პართენონის ოქროს კვეთის პროპორციებთან ერთადგაეცნობიან იმ ეპოქას, რომლებშიც შეიქმნა ეს ისტორიული ძეგლები და საოცრებები. მუსიკა: ბგერების ტონალობებს შორის აღმოაჩენენოქროს კვეთისპროპორცია. გეოგრაფია: ტორნადოსა და ქარბორბალას სპირალი ოქროს კვეთას ეფუძნება. ბიოლოგია: მცენარეთა ტოტებზე ფოთლების დაშორება, ყვავილების გვირგვინისფურცლების განლაგება, ლოკოკინის ნიჟარის ფორმა, მზესუმზირის მარცვლების განლაგება ეფუძნებაოქროს კვეთას“. ანატომია: ადამიანების სხეულის პროპორციებში მოიძიონოქროს კვეთა“. ასაბუთებენ როცაეს პროპორციები მაღალი სიზუსტითაა დაცული, შესაბამისად ადამიანი უფრო მოხდენილი და ლამაზი შესახედაობისაა. ასტრონომია: მთლიანად სამყარო, ჩვენი გალაქტიკა და მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა ეფუძნებაოქროს კვეთისსპირალის მოძრაობას.
  4. მოსწავლეთა ასაკი: 15- 16 წელი
  5. ხანგრძლივობა: ერთი კვირა
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა კომპიუტერზე, პრეზენტაცია, გამოფენა.
  7. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, დაამყარებენ კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის, დაინახავენ სილამაზესა და ჰარმონიას რიცხვებსა და გეომეტრიული ფიგურების მიღმა, დარწმუნდებიან რომ სამყაროში ყველაფერი წესებსა და კანონებს ემორჩილება.
  8. სამუშაო ენა: ქართული
  9. სარგებელი სხვებისთვის : სხვა მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათი თანატოლების მოძიებულ მასალებს და გაიმდიდრონ ცოდნა.
  10. საგნებთან/ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი: მოსწავლეებს შეეძლებათ საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ართული ენა და ლიტერატურა, მხატრობა, ისტორია, მუსიკა, ანატომია, ასტრონომია.
  11. პროექტის ავტორი: ნატო ოქროპირიძე
  12. ავტორის ელ.ფოსტა: natooqropiridze@gmail.com
  13. პროექტის ბლოგი: natooqropiridze.blogspot.com