- პროექტის სახელი: ოქროს კვეთა
- პროექტის მოკლე აღწერა (1–2 წინადადებით) : მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციასა და მასალებს ოქროს კვეთის გამოყენებაზე მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ასტრონომიაში, ანატომიაში. გაეცნობიან ფიბონაჩის რიცხვებს და მათ მიხედვით აგებულ სპირალს, რომელიც ოქროს კვეთის პრინციპზეა დაფუძნებული.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მათ სამუშაოდ ეძლევათ აირჩიონ სურვილისამებრ მასალები საგნების მიხედვით და შესაბამისად გამოიკვლიონ და დაასაბუთონ არის თუ არა მათ მიერ მოძიებულ საკითხებში ოქროს კვეთა. ქართული ენა და ლიტერატურა: „ვეფხისტყაოსანში“ პოულობენ ოქროს კვეთის მაგალითებს. მხატვრობა: მოიძიებენ ფერწერულ ტილოებს, რომლებშიც ოქროს კვეთაა გამოყენებული, (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი , ტიციანი და ა. შ.). ისტორია: ეგვიპტის პირამიდებსა და რომის პართენონის ოქროს კვეთის პროპორციებთან ერთადგაეცნობიან იმ ეპოქას, რომლებშიც შეიქმნა ეს ისტორიული ძეგლები და საოცრებები. მუსიკა: ბგერების ტონალობებს შორის აღმოაჩენენ „ოქროს კვეთის„ პროპორციას. გეოგრაფია: ტორნადოსა და ქარბორბალას სპირალი ოქროს კვეთას ეფუძნება. ბიოლოგია: მცენარეთა ტოტებზე ფოთლების დაშორება, ყვავილების გვირგვინისფურცლების განლაგება, ლოკოკინის ნიჟარის ფორმა, მზესუმზირის მარცვლების განლაგება ეფუძნება „ოქროს კვეთას“. ანატომია: ადამიანების სხეულის პროპორციებში მოიძიონ „ოქროს კვეთა“. ასაბუთებენ როცაეს პროპორციები მაღალი სიზუსტითაა დაცული, შესაბამისად ადამიანი უფრო მოხდენილი და ლამაზი შესახედაობისაა. ასტრონომია: მთლიანად სამყარო, ჩვენი გალაქტიკა და მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა ეფუძნება „ოქროს კვეთის“ სპირალის მოძრაობას.
- მოსწავლეთა ასაკი: 15- 16 წელი
- ხანგრძლივობა: ერთი კვირა
- პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა კომპიუტერზე, პრეზენტაცია, გამოფენა.
- მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, დაამყარებენ კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის, დაინახავენ სილამაზესა და ჰარმონიას რიცხვებსა და გეომეტრიული ფიგურების მიღმა, დარწმუნდებიან რომ სამყაროში ყველაფერი წესებსა და კანონებს ემორჩილება.
- სამუშაო ენა: ქართული
- სარგებელი სხვებისთვის : სხვა მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათი თანატოლების მოძიებულ მასალებს და გაიმდიდრონ ცოდნა.
- საგნებთან/ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი: მოსწავლეებს შეეძლებათ საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ქართული ენა და ლიტერატურა, მხატვრობა, ისტორია, მუსიკა, ანატომია, ასტრონომია.
- პროექტის ავტორი: ნატო ოქროპირიძე
- ავტორის ელ.ფოსტა: natooqropiridze@gmail.com
- პროექტის ბლოგი: natooqropiridze.blogspot.com
nato
пятница, 16 июля 2010 г.
პროექტი
Подписаться на:
Сообщения (Atom)